ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს, რაც იმუნიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განაცხადა რომ, იმუნიზაციის წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებში.
„წახალისების მექანიზმი ეფექტურად მუშაობდა. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში“ - განმარტავს გაბუნია.
მთავარი ფოტო: 1tv.ge