ნათია თურნავა ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. თურნავას კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მის კანდიდატურას მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი წავიდა.
2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.