ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, რომ გასულ წელს გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა.
“როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს, გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი.
ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4.2 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27% შეადგინა 2020 წელთან შედარებით.
ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად” - განაცხადა ნათია თურნავამ.
მთავარი ფოტო: reginfo.ge