იტალიის დედაქალაქში რუსი ოფიცერი და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი დააკავეს. ისინი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი.
"დაკავებულია იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი და ოფიცერი, რომლებიც რუსეთის საელჩოში მსახურობდნენ. მათ ბრალად ედებათ ჯაშუშობა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა" - აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალური სამსახურის განცხადებით, დაპატიმრება კონფიდენციალური დოკუმენტების გადაცემის დროს, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ მოხდა.
მთავარი ფოტო: marketwatch.com