ლატვიის დედაქალაქ რიგაში სავალდებულო ვაქცინაციისა და შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. მიტინგზე დაახლოებით 5 ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლის ორგანიზატორიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალდის გობზემსი იყო.
პანდემიის დაწყებიდან ლატვიაში კორონავირუსის 140 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 2 566 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ლატვიის მოსახლეობის 38%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.
ევრონიუსის ცნობით დღეს გამართული აქცია ბოლო წლებში ქვეყანაში გამართულ აქციებს შორის ყველაზე ხალხმრავალია.
მთავარი ფოტო: euronews