შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული - ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინიციატივას იმუნიზაციის საბჭო უკვე განიხილავს.
"მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ ვაქცინაცია. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული.
ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი ადამიანი, არამედ "ბუსტერიზირებული". რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან "ბუსტერ" დოზით" - აცხადებს გამყრელიძე.
მთავარი ფოტო: publika.ge