თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველთათვის აცრისთვის განკუთვნილი პუნქტების მიმართულებით ახალი ავტობუსები დაინიშნა. მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინის მიღება სურთ დანიშნული ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ.
"კონკრეტულა, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს
შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან - დ. - პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ)" – წერია მერიის განცხადებაში.