პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძე ნამდვილად რეიტინგული კანდიდატია, თუმცა, არა უკონკურენტო. მისი თქმით, პარტიას ისეთი კანდიდატი ეყოლება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, როგორც "ქართული ოცნების", ასევე ოპოზიციის საერთო კანდიდატს. მეზვრიშვილი ამბობს რომ გახარიას პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებთან საკითხზე კონსულტაციის გამართვას არ აპირებს.
მეზვრიშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებას ეკისრება.
"ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღო" - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ფოტო: 1TV