თბილისის მერის, კაზხა კალაძის განცხადებით, არსებობენ კონკრეტული კლანები, რომელთაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ სადავეების ხელში ჩაგდება სურთ. მისივე თქმით, აშკარაა, რომ პარტიაში დაპირისპირებაა.
,,პარტიაში დაპირისპირება რომ აქვთ, ცხადია. არსებობს კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ, ასევე გავლენები ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებზე. ეს აშკარად იკვეთება, რომ დაპირისპირება არსებობს. დანარჩენი დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“ _ განაცხადა კახა კალაძემ.