პარტია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ოცნების" სახით ქვეყანას მართავს ერთგვარი მაფიოზური დაჯგუფება, რითაც ხელისუფლება ქვეყანას დემოკრატიული გზით განვითარების პერსპექტივას უსპობს.
„იმის გამო, რომ „ოცნებამ“ კონტროლის ყველა მექანიზმი მოსპო, თავის გარშემო მოხსნა, თუკი რამე მაკონტროლებელი არსებობდა, ძალიან დიდი რისკი გვიდგას ხელისუფლების თვითნებობისა და მის წინაშე ადამიანების შიშველი ხელებით დარჩენის. ეს ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის პირად კეთილდღეობაზე გადის, ხოლო ქვეყნისთვის უსაფრთხოებაზე.
თუ გამოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველოში ავტორიტარიზმია, წერტილს დავსვამთ და აღარ გავაგრძელებთ, ასეთი ტიპის განცხადებები „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავარი ფოტო: netgazeti.ge