სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნებისთვის ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ ხელისუფლება აქტიურად იყენებს სუს-ს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის პარალელრად, ამომრჩეველთა დასაშინებლად და სახელმწიფო მთელ სახელმწიფო მანქანას იყენებს.
"ეს პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, 11 მაისს დაიწყო, როდესაც მერის მოადგიილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, აიპების დირექტორების, სპეციალისტები და უბრალოდ, რიგითი საჯარო მოხელეები რიგითი პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. დღეს უკვე ხელისუფლებამ ჩართო მთელი სახელმწიფო მანქანა. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნებისთვის ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ ხელისუფლება აქტიურად იყენებს სუს-ს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს. მთელ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას მთლიანად პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ" - განაცხად მეზრვიშვილმა.
ფოტო: reginfo.ge