თუკი დღეს ვსაუბრობთ გარკვეული ჯავშნების გაუქმებაზე, რომელიც ნამდვილად არ ატარებს მასობრივ და მასშტაბურ ხასიათს, სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თუნრავამ განაცხადა.
მისი თქმით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, მათ შორის ტურიზმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად მოახერხებს.
"რაც შეეხება 5 ივლისს და ზოგადად პოლიტიკურ ფონს, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთ ძალას არ მივცეთ უფლება, შეარყიოს პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ვხედავთ, რომ მთლიანობაში საზოგადოება ამას საკმაოდ ჯანსაღად ეკიდება, მათ შორის ბიზნესსუბიექტები. ეკონომიკა და ექსპორტი იზრდება. ტურიზმი კვლავაც მოწყვლადი დარგი რჩება პანდემიის პირობებში" - აცხადებს თურნავა.
ფოტო: 1TV