ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი გახელაძის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ე.წ. „რესპუბლიკის“ „სახელმწიფო საზღვარზე“ ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება.
„დ. ქაცარავას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზ. გახელაძის ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რის შემდეგაც მონაწილეები აპირებენ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას. "ძალა ერთობაშიას" საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს მცდელობას, რომ მონაწილეები სამხრეთ ოსეთი - საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაარწმუნონ.
ნებისმიერი პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ექვემდებარება სასჯელს ან სხვა ზომებს, რომლებსაც რესპუბლიკის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს. პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ხორციელდება, თუ არსებობს საფუძველი და კანონით გათვალისწინებული პირობები, მაგრამ არა პოლიტიკური შანტაჟის შედეგად“ - აცხადებენ კგბ-ში.
მთავარი ფოტო: reginfo.ge