დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვთ, თუმცა, ის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.
„მოლოდინში ვართ ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით. არსებობს რაღაც იმედები და დაველოდოთ, პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ. წინასწარ ჯერ არ მინდა რაიმე ვთქვა. ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ. მე პირადად მის ოჯახთან კომუნიკაცია არ მაქვს“ - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერთი წლის წინ დააკავეს და მას 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მთავარი ფოტო: publika.ge