ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების პროცესში დაშვებული შეცდომები ძირითადად კორონავირუსის პანდემიასა და მისგან გამოწვეულ სტრესს უკავშირდებოდა.
ჟვანიას თქმით, კომისიის წევრებს არაორდინალურ პირობებში უწევდათ მუშაობა, რაც უკავშრდებოდა პროცესში, ხელთათმანების, პირბადისა და დაცვის სხვა საშუალებების გამოყენებას. ხოლო, ზოგადად, ჟვანიას განმარტებით, კომისიის წევრთა კომპეტენციის პრობლემა არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე, არამედ, დიდი ხანია არსებობს.
"მე პირადად მიმაჩნია, რომ იმ შეცდომების ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს პანდემია — ამ ადამიანებს მოუწიათ მუშაობა არაორდინალურ პირობებში. ეს იყო ხელთათმანებით, პირბადეებით, სახის ფარებით, დაცვის საშუალებებით, პერიოდული წმენდებით… მეორე ფაქტორი იყო უდიდესი სტრესის პირობებში მუშაობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ძალიან უჭირთ პროცესი, როდესაც მათ უწევთ უდიდესი ზეწოლის, მოთხოვნების ქვეშ მუშაობა. პრაქტიკულად, მათ არა აქვთ კომფორტის ზონა" - აცხადებს ჟვანია.
ფოტო: npg.ge