პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება.
მისი თქმით, ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვება კონსტრუქციული თამაშია, რომელიც ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების დასანახად გააკეთა. ჯაფარიძე ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს შეთანხმების პუნქტების იმგვარად განხორციელებას, რომ მას აზრი დაუკარგოს.
"ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოცნება მუდმივ რეჟიმში ცდილობს, ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს. ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ.ამის ნაწილია ის, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ, დოკუმენტით გაწერილი ტექსტის" - დაწერა ჯაფარიძემ.
ფოტო: facebook