"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თანამდებობიდამ დღესგადამდგარ თავმჯდომარე, თამარ ჟვანიას სოლიდარობას უცხადებს.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც მას არჩევნების გაყალბება დააბრალეს, მას ბოდიშიც კი არ მოუხადეს.
"ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.
თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა" - განაცხადა კობახიძემ.
ფოტო: facebook