საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ბერა-ღარიბაშვილის აუდიო-ჩანაწერის შესახებ ჩატარებული გამოძიების შუალედურ შედეგებს ეხმაურება.
ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული უკანონო ჩანაწერი 10 წლის წინანდელია, რომელიც 2021 წელს დამონტაჟდა და მაქინაციის გზით მიაწოდეს მაყურებელს. მისი თქმით, ფარული ჩანაწერების მოპოვება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ქმედება იყო და მისი მიზანი ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენას წარმოადგენდა.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეთ საუბარს რეალურ ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია, ირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური, მოდელირებული ქრონიკები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური მოვლენა, მიზანად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას და სამწუხაროა, რომ 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული ტელემაყურებელზე, რაც მე ვფიქრობ, რომ ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველა მხრიდან" - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ფოტო: 1TV