"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
"ესენი არიან - ხოშტარია, ნათელაშვილი, ჯაფარიძე და კახა კუჭავა, რომელმაც განცხადება გააკეთა. ეს რეგლამენტითაა განსაზღვრული და ამასთან დაკავშირებით კომიტეტი დასკვნას გააკეთებს, რის შემდეგაც უკვე პლენარული სხდომა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას" – თქვა მან.
პარლამენტში ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.