სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე სოციალურ იზოლაციას ადა მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობას.
„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიღარიბე არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის გადაყვანის საფუძველი, არამედ ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. სამწუხაროდ, 2020 წელს სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა 315 არასრულწლოვანი, მათი 15%-ის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძვლად არის მითითებული სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. აღნიშნული ზრდის ბავშვების ინსტიტუციებში განთავსების რისკს და ამის ნათელი მაგალითი არის ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
ჩვენ არა ერთ ანგარიშში მივუთითებდით ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე, 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე სოციალურ იზოლაციასა და მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობას. ბოლო ვიზიტის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ სოციალური მუშაკიც კი 10 თვის განმავლობაში ვერ შედიოდა დაწესებულებაში იქ, სადაც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ბავშვები იმყოფებოდნენ“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მთავარი ფოტო: recorder.ge