სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მეუფე ნიკოლოზთან შეხვედრის დროს იყო ისეთი ეპიზოდიც, სადაც თავად ფორტეპიანოზეც კი დაუკრა. ლომჯარიას თქმით, მიტროპოლიტს ნიკოლოზს პანსიონში არსებული პრობლემების არსებობა არ უარყვია.
ლომჯარიასვე განმარტებით, შეხვედრაზე ძალიან უშუალო ატმოსფერო იგრძნობოდა და მხარეებს შორის ნამდვილად შედგა "ადამიანური" კომუნიკაცია.
"შეხვედრა მეუფე იაკობის სურვილით გაიმართა და მეც დავთანხმდი, მოგეხსენებათ, მეუფე იაკობი ხისტი განცხადებებით გამოირჩევა, რომელსაც მე არ ვეთანხმები, შესაბამისად, ცოტა სხვა მოლოდინი მქონდა. არ ველოდებოდი იმ დამოკიდებულებას და განწყობებს, რაც შეხვედრაზე იყო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიტუაციის აღქმა იყო ადეკვატური. არ იყო პრობლემების უარყოფა. შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დამათვალიერებიდნა, მერე იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ფორტეპიანოზე გარკვეული მელოდია დავუკარი. ნამდვილად ადამიანური კომუნიკაცია იყო, ამაში ცუდი არაფერი არ არის" - განაცხადა ომბუდსმენმა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი