დააჯარიმეს აქტივისტები, რომლებმაც დღეს პარლამენტში დეპუტატებს თავზე ფურცლები გადმოაყარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა და საკუთარ სოციალურ გვერდზე ჯარიმის ფურცელი გამოაქვეყნა.
როგორც ფოტოდან გაირკვა, გარემოს დანაგვიანების მიზეზით, ისინი 80 ლარით დაჯარიმდნენ.
ცნობითვის, აქტივისტთა განმარტებით, აღნიშნული ქმედება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებისა პარლამენტის დეპუტატების მიერ საკითხთან დაკავშირებული უმოქმედების გასაპროტესტებლად განახორციელეს.
ფოტო: facebook