ტელეკომპანია "ალტ ინფო" უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირებისთვის დაჯარიმდა, ამის შესახებ ინფორმაციას, კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომპანიას, ჯარიმის სახით, 2 500 ლარის გადახდა დაეკისრა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება 5 მარტს, მაუწყებლის ეთერში გასულ გადაცემას სახელად, "ალტ-ანალიტიკა", რომელშიც კონკრეტული პირებისა და პირთა ჯგუფის მიმართ გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი ფრაზები.
"კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები" - აღნიშნულია მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია.
ფოტო: მულტიმედია