გუშინ, 5 ივლისს, ძალადობრივ აქციაში მონაწილე ერთ-ერთი პირი 2300 ლარიანი ჯარიმით გათავისუფლდა. დაკავებული აკაკი ნაკაშიძე იყო, იგი მრგვალ ბაღთან მომხდარ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას.
ამ ეტაპზე, დაკავებულია 3 პირი, ხოლო, რვა ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული.
ცნობისთვის, გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს და მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
ფოტო: 1TV