პარლამენტმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პირი, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშას დააზიანებს ის 1000 ლარს გადაიხდის, ხოლო, თუ მსგავს შემთხვევას განმეორებითი ხასიათი ექნება ჯარიმა 2000 ლარი იქნება ან პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება 15 დღის ვადით.
საქმე ეხება ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოების დაზიანება, რომლის წევრიც საქართველოა.
"კანონპროექტის მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს ასეთი ურთიერთობები" - აცხადებს კანონპროექტის ავტორი, ნიკოლოზ სამხარაძე.
ფოტო: facebook