ნორვეგიაში Greenpeace-ის აქტივისტებმა რუსულ ტანკერს, რომელსაც ქვეყანაში ნავთობი შემოჰქონდა, პროტესტის ნიშნად გზა გადაუკეტეს. მომიტინგეებმა თავიანთი კანოები გემის ჯაჭვს მიამაგრეს და შესვლის საშუალება არ მისცეს.
„შოკირებული ვარ, რომ ნორვეგია მოქმედებს, როგორც თავისუფალი პორტი რუსული ნავთობისთვის, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ აფინანსებს პუტინის ომს“ _ თქვა ფროდე ტრიბმა, ნორვეგიის Greenpeace-ის ხელმძღვანელმა.
აქციის მონაწილეებმა ნორვეგიის მთავრობას მოუწოდეს დააწესონ ემბარგო რუსულ ნავთობზე და გააუქმონ ნებისმიერი კონტრაქტი რუსეთიდან საწვავის იმპორტთან დაკავშირებით.