"პარტია რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, პარტიიდან ლევან ბერძენიშვილისა და თამარ კორძაიას პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი- ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ.
წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ" - დაწერა დავით ბერძენიშვილმა.