პაატა იმნაძე ოქტომბერში მოსალოდნელი შეზღუდვების დაწესების თემაზე საუბრობს. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობის დამძიმება შესაძლოა არჩევნების შემდგომ პერიოდში დაიწყოს.
„რასაც მეუბნებიან, ძირითადად ყველა მონაწილე სუბიექტი კარგად იცავს შეხვედრების დროს წესებს, არჩევნებიც უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. მაგრამ მერე რა იქნება ნამდვილად არ ვიცი. ასე რომ ნებისმიერი აქტივობა, მობილობა, შესაძლოა იყოს იმის განმაპირობებელი, რომ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ ჩვენი პროგნოზი ოქტომბრისთვის დამაიმედებელია. მერე როცა აცივდება სამწუხაროდ იმავეს ვერ ვიტყვი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ამ ვირუსს ახასიათებს ე.წ. ტალღოვანი მიმდინარეობა და აქ მთავარი იქნება რამდენი აცრილი გვეყოლება იმ პერიოდში.
ჩემი აზრი ასეთია, შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს მაშინ, როცა სამედიცინო სექტორის გადატვირთვა იმის საფრთხეს ქმნის, რომ დაიღუპება არა მარტო კოვიდიანი ავადმყოფები, არამედ ისინიც, ვისაც ვერ გაუწევ დახმარებას, ვინაიდან სისტემა სრულად კოვიდზე იქნება გადართული“ - განმარტავს პაატა იმნაძე.
მთავარი ფოტო: 1tv.ge