ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანაშვილი, ამბობს, რომ 2021 წლისთვის ტურიზმის დეპარტამენტს საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებად ძირითადად მეზობელი ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი და ევროპა აქვს შერჩეული.
„2021 წელს ჩვენს პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებს შორის არიან: მეზობელი ქვეყნები, ევროპის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ასევე ისრაელი. ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე, დავიწყეთ პრეს-ტურების მოწყობა გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის, თვის ბოლოს ვმასპინძლობთ მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებს. მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია სოციალური ქსელებით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი ქვეყანაში“ - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
მთავარი ფოტო: wttc.org