ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა, გერმანე ჭელიძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საჯარო სექტორი კომუნიკაციაზე გამოდის, თუმცა, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება, კომპანიას კი ყოველდღიურად ჯარიმების გადახდა უწევს.
„სახელმწიფო მეუბნება რომ Busline-ზე არ გაიაროო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე არ გაჩერდეო, ხალხი დაასაქმეო, გადასახადები გადაიხადეო და ყველაფერს თუ ამიკრძალავენ, როგორ უნდა ვმართო ბიზნესი სწორად. მითხარით როგორ მოვიქცე და მოგყვებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მე ოპერირებაში ხელი მეშლება.
შვიდი წელია ვცდილობ, ვინმეს გავაგებინო ეს პრობლემა და მითხრას როგორ მოვიქცე, ყველაფერზე თანახმა ვარ, მთავარია პროცესი დაიძრას, თბილისის მერიიდან კი კონკრეტული პასუხი ვერც პანდემიამდე და ვერც მის შემდეგ ვერ მივიღეთ“ - განაცხადა World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა.
მთავარი ფოტო: lonelyplanet.com