საქართველოს პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი ჰყავს. გელა სამხარაული და ხათუნა კვიციანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული ირაკლი სესიაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილის ადგილს იკავებენ.
„გირჩის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ კი პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდა.
დეპუტატების უფლებამოსილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ცნო.
მთავარი ფოტო: eu4georgia.ge