„გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანისთვის სამართლებრივ-პროცედურულ საკითხებს არკვევს და აპირებენ პარტიული სიიდან ყველა ქალი ჩახსნან. სავარაუდოდ, ამ თხოვნით ისინი ცესკო-საც მიმართავენ. თავად რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ მათ სიაში ყველა ქალი ნომინალურად იყო ჩასმული.
„ჩვენმა ყველა მხარდაჭერმა იცოდა, რომ გენდერულ კვოტირებას მხარს არ ვუჭერთ და მას გვერდს ავუვლით. სიაში ყველა ჩაიხსნება. ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს. ჩვენ არ ჩავხსნით მთლიან საარჩევნო სიას. ეს მარტო ქალებს შეეხებათ - ჩვენს სიაში ყველა ქალი ნომინალურად არის ჩასმული“ - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ოქტომბრის არჩევნების შედეგად, „გირჩის” სიით სადეპუტატო უფლებამოსილება ოთხმა კანდიდატმა მოიპოვა: ზურაბ ჯაფარიძემ, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და სალომე მუჯირმა.
მთავარი ფოტო: www.girchi.com