სამეფო ოჯახის ტრადიციები
ბრიტანული სამეფო ოჯახის წესები
წესები ყველა ოჯახს აქვს. ისინი გარეშე პირისთვის შეიძლება სასაცილოდ და უცნაურადაც კი ჟღერდეს. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სამეფო ოჯახის წესები, რადგან მათი ტრადიციები საუკუნეების მანძილზე ყალიბდება.
მინიმუმ ორი შვილი
ტრადიციულად, სამეფო ოჯახებს ორ შვილზე მეტი ჰყავთ. ეს ტრადიცია უკვე 60 წლისაა. სასურველია, წყვილებს 3-4 შვილი ჰყავდეთ, თუმცა, ეს მათზეა დამოკიდებული.
ჯდომის სტილი
სამეფო ოჯახის ქალბატონებს სურვილისამებრ ჯდომა არ შეუძლიათ. მათ ფეხის ფეხზე გადადება ეკრძალებათ. ჯდომის დაშვებულ ნორმად ითვლება მუხლებისა და კოჭების შეტყუპება და ოდნავ დახრა.
ბავშვის სქესი საიდუმლოა
ბრიტანულ სამეფო ოჯახში მკაცრად არის აკრძალული ბავშვის სქესის გამხელა მის დაბადებამდე. საზოგადოება ცდილობს სქესი გამოიცნოს და ამისათვის ჰერცოგინიას ჩაცმულობას, განსაკუთრებით ფერებს, დიდი ინტერესით აკვირდებიან.
მშობიარობას მხოლოდ ქალები ესწრებიან
მაშინაც კი, როცა ქალი სახლში მშობიარობს, ბავშვის მამას ცოლთან მიახლოვების უფლება არ აქვს. პრინცესა დაიანა იყო პირველი, ვინც ეს წესი დაარღვია მშობიარობის დროს. თუმცა, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა, კაცებს დასწრების უფლება ახლაც არ აქვთ. მიზეზი მარტივია - ეს ქალების ექსკლუზიური უფლებაა.
შავი ტანისამოსი
სამეფო ოჯახის წევრები, ამინდის მიუხედავად, ვალდებულნი არიან შავი ტანისამოსი მუდამ თან იქონიონ. შავი ფერი მხოლოდ გლოვისთვისაა განკუთვნილი და მისი გამოყენება ოფიციალურ მიღებებზე აკრძალულია. მაგრამ, იგი ყოველთვის მზად უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე გარდაიცვლება.
ბავშვების ტანსაცმელი
ბავშვების ტანსაცმელი მკაცრად განსაზღვრულია: შარვლის ჩაცმა მხოლოდ მოზრდილებს შეუძლიათ. პატარები მხოლოდ შორტებს ატარებენ, ამინდის მუხედავად. ეს წესი 8 წლამდე მოქმედებს.
4 სახელი
ბავშვებს სამეფო ოჯახში შეიძლება 4 სახელი ჰქონდეთ, მაგრამ მათ არ აქვთ გვარი. თუ გვარის საჭიროებაა, ამ ფუნქციას ტიტული ითავსებს.
მათ ჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობის უფლება არ აქვთ
თუ ბავშვის ნათესავები ჩვეულებრივი ხალხია, სამწუხაროდ, ბავშვს მათთან კომუნიკაციის უფლება არა აქვს. ტრადიციულად, მათ მხოლოდ სამეფო ოჯახებთან შეუძლიათ ურთიერთობა. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია ამ წესს არღვევს და თავის ოჯახთან დიდ დროს ატარებს.
დედოფლის დაბადების დღე
დედოფლის დაბადების დღეზე დასწრება ოჯახის ყველა წევრისთვის სავალდებულოა. არ აქვს მნიშვნელობა, ახლახან იმშობიარეთ, თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებდით. გამონაკლისები ფაქტიურად დაუშვებელია.
მთავარი ფოტო: https://wl-brightside.cf.tsp.li/resize/728x/jpg/7ad/a2b/05826e5c859dbc850ed9291a5f.jpg
წყარო: brightside.me