დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მიაწვდის M270 MLRS-ს, რომელსაც 80 კმ-მდე მანძილზე შეტევის განხორციელება შეუძლია.
,,ჩვენ არ შეგვიძლია გვერდში დგომა, სანამ რუსული შორეული არტილერია მიწასთან ასწორებს ქალაქებს და კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს.
დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს გადასცემს, რათა ისინი რუსეთის თავდასხმას ეფექტურად გაუმკლავდნენ“ _ წერს ბორის ჯონსონი Twitter-ზე.
