რუსეთის საზღვაო ძალებმა ბრიტანულ გემს შავ ზღვაში გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა - ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანეთის სამეფოს გამანადგურებელი ხომალდი, HMS Defender, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში შევიდა., თუმცა, მათივე ცნობით, ბრიტანულმა გემმა რუსული წყლები მალევე დატოვა.
„Defender-ი გავაფრთხილეთ, რომ იარაღს გამოვიყენებდით, თუკი ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა. გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია“ - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მთავარი ფოტო: theguardian.com