დიდ ბრიტანეთში "ვაქცინაციის პასპორტები" შემოიღეს. არსებული ცნობით, აპლიკაცია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვისაა ხელმისაწვდომი.
"ვაქცინაციის პასპორტები" ბრიტანეთის იმ მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და იმუნიზაციის სრული პროცესი უკვე ჩატარებული აქვთ, მათ აღნიშულის დასადასტურებლად, სერთიფიკატების წარდგენა ელექტრონული სახით შეეძლებათ.
გარდა ამისა, დღეიდან, ინგლისში, უელსსა და შოტლანდიის უმეტეს ნაწილში Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებაც დაიწყო.
ფოტო: UN news