ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანება. საელჩო Facebook გვერდზე წერს, რომ ისინი მითიებს, ტყუილებსა და დეზინფორმაციას სიმართლეს უპირისპირებენ.
"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.
რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი" – წერია განცხადებაში.