„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საპატიმროშია, ძალიან რთულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციამ კოორდინირებულ რეჟიმში დაგეგმოს რა ნაბიჯებს გადადგამს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ადრე, მთელმა ოპოზიციამ უნდა შევძლოთ, კოორდინირებულ რეჟიმში დავგეგმოთ, როგორ მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არის პატიმრობაში, ძალიან რთულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციამ კოორდინირებულ რეჟიმში დაგეგმოს რა ნაბიჯებს გადადგამს. მჯერა, რომ თვითმმართველობისთვის უნდა მოვემზადოთ სერიოზულად, რადგან ამაზე არის მიბმული მივიღებთ თუ არა რიგგარეშე არჩევნებს. ამ ყველაფერზე მუშაობა უნდა დავიწყოთ მალე, მას შემდეგ რაც ნიკა მელია აღარ იქნება საპატიმროში“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მთავარი ფოტო: pia.ge