„აი ია“-ს დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს. გია გაჩეჩილაძე და ვატო შაქარაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
„საზოგადოება გაერთიანდა პოლიტმედია პატიმრების დასაცავად. სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები, უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან“ - თქვა ვატო შაქარაშვილმა.
მისი თქმით, ხვალ, 29 აპრილს ხელმოწერებით მივლენ საქალაქო სასამართლოსთან და ადვოკატები თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.
„უცნობისთვის“ გაუგებარია, თუ რა დააშავეს ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა.
მთავარი ფოტო: everydaygeorgia.ge