ევროპის მოედანზე „უცნობი“ აქციას მართავს. გია გაჩეჩილაძემ სიტყვით გამოსვლა 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა მოხსენიებით დაიწყო.
„ასეთი ხალხის საქართველო არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ. იმიტომ რომ ის უფალია და უფალს ვერ მოკლავ, ის ყოველთვის მკვდრეთით აღსდგება და ისეთ ადამიანებს დაბადებს, რომლებიც ამ ენაზე ილაპარაკებენ და ღმერთი ეყვარებათ“ - ამბობს „უცნობი“.
სიტყვით გამოსვლა სავსე იყო პატრიოტული განცხადებებით. გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში შეტევა ხორციელდება ყველაფერ წმინდაზე რაც გაგვაჩნია: სტუმარზე, ოჯახზე, უწმინდესზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტსა და ეკლესიაზე.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები საპატრიარქოსკენ მიემართებიან, რათა ილია II-ს მადლობა გადაუხადონ ქვეყნის 43 წლიანი წინამძღოლობისთვის. მოგვიანებით კი ისინი დედაენის ბაღში გადაინაცვლებენ.
მთავარი ფოტო: ნინო ჩიჩუა