არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობის" წარმომადგენლემა, დავით დონერიანმა უკრაინის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს გია გაჩეჩილაძის მიერ ბერლინის კედლის დაზიანებასთან დაკავშირებით წერილით მიმართა. ელჩის განცხადებით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მეორეს მხრივ საჯარო სივრცეები განკუთვნილია შეკრებებისა და აქციებისთვის, ამიტომ ამ საკითხით მომავალში დაინტერესებას აღარ აპირებს.
,,რა თქმა უნდა, ასეთი ძეგლის "გალამაზება" არ უნდა მოხდეს. მაგრამ მეორეს მხრივ საჯარო ადგილები განკუთვნილია შეკრებებისა და აქციებისთვის - ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიის პირობებში. ჩემი მხრიდან არ ვაპირებ ამ საკითხით კვლავ დაკავებას" _ განაცხადა ჰუმერტ ქნირშმა.
გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" 9 აპრილს მდუმარე აქცია გამართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებს გაჩეჩილაძემ სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი მოხატა. ფრაგმენტი 2017 წელს, ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ, დაიდგა. გაჩეჩილაძემ კი მას სიტყვები "ღმერთი სიყვარულია" მიაწერა.