არ ვფიქრობ, აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, იმუშავებს - ყველა ქვეყანას თავისი კონტექსტი აქვს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
,,დეოლიგარქიზაციის საკითხი ბევრი ქვეყნისთვის არის აქტუალური. არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში. ყველა ქვეყანას სჭირდება, რომ ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობდეს და მივიდეს საკუთარ გამოსავლამდე. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, კარგად იმუშავებს - ყველა ქვეყანას თავისი კონტექსტი აქვს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის შესწავლა და რაღაცის აღება შეიძლება, რაც შესაბამისობაშია საქართველოსთან. საჭიროა პრობლემის ხაზგასასმელად მეტი დროის დახარჯვა, რომელიც ეხება არასათანადო გავლენას, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე“ _ განაცხადა კელი დეგნანმა.