ქართველი ლიდერებისა და ყველა ქართველის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს სურს დაინახოს ერთიანი ხმა საქარველოდან, რომელიც 12 რეკომენდაციაზე ერთი ძლიერი პასუხი იქნება.
,, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება. ნორმალური პროცესია, როდესაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია. სხვადასხვა მოსაზრების ინტეგრაცია თუ მოხდება, ეს ევროკავშირისთვის ძლიერი სიგნალი იქნება. კარგი სამუშაო შესრულდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ახლა ამოცანაა ამის გაერთიანება ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას გამოხატავდა. ევროკავშირს სურს დაინახოს, რომ ბევრი ხმა გაერთიანდა ერთ ძლიერ პასუხად 12 რეკომენდაციაზე. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარსადგენად“ _ განაცხადა კელი დეგნანმა.