პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იმიტომ ვართ, რომ ერთი პრობლემის სხვადასხვა ხედვა გვქონდეს. ამის შესახებ ,,ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც იგი ამბობს, ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი.
,,ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. ეს მათი არასწორი რიტორიკისა და პოლიტიკის გამო მოხდა. ახლა საქართველოს მეორე შანსი აქვს და ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით. ,,ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი, არამედ მოქნილი. ყურადღებით გავეცნობით მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს. ამ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იმიტომ ვართ, რომ ერთი პრობლემის სხვადასხვა ხედვა გვქონდეს. დღეიდან, ჩვენ ჩავერთვებით საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატებში და შევეცდებით, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების მიერ მომზადებული ზოგიერთი ცვლილების მხარდაჭერასაც“ _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.