ზუსტად 10 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც, ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ იაპონიაში დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. კატასტროფის შედეგად 20 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

წყარო: edition.cnn.com
გეოლოგების თქმით, მიწისძვირს გამომწვევი მიზეზი იაპონიის თხრილთან დაკავშირებული მონაკვეთის გახეთქვა იყო. იაპონიის ისტორიაში 2011 წლის მიწისძვრა უდიდესი იყო, რაც ბოლო 140 წლის განმავლობაში მომხდარა. მისი სიმძლავრე რიხტერის სკალით 8,9 ბალს უტოლდებოდა, რამაც 40 (რაც დაახლოებით 12 სართულიანი შენობის სიმაღლეა) მეტრიანი ცუნამის ტალღის წარმოქმნა გამოიწვია და მთლიანად დაანგრია და გადარეცხა ტოჰუკუს რეგიონი, მიწისძვრიდან 24 საათში აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური.

ფოტო: www.climateaction.org
შემთხვევის შედეგად უდიდესი ზარალი მიადგა იაპონიას, მთლიანად პარალიზებული გახდა გზები, რკინიგზა, აეროპორტი, დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებების სისტემა და ადამიანები გარესამყაროსგან მოწყვეტილნი და საცხოვრებელი რესურების გარეშე დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ლიდერია კატასტროფების მზადყოფნაში, 2011 წლის მიწისვძრამ უდიდესი ზიანი მიაყენა მას, ამიტომ ჰუანიტარული დახმარების მობილიზებისთვის საერთაშორისო რეაგირება გახდა საჭირო.

წყარო: japantimes.co.jp
მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიას ჯამში 360 მილიარდი დოლარის ოდენობით, ეკონომიკური ზარალი მიადგა.