პუტინის ქალიშვილი, 35 წლის კატერინა ტიხონოვა ,,იმპორტის ჩანაცვლებისა და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარის“ თანამდებობაზე დაინიშნა. პუტინის სიკვდილის შემდეგ, კატერინას რუსულ პოლიტიკაში ერთ-ერთ მთავარ როლზე მოიაზრებენ. ამ პოზიციაზე დანიშვნით, ის რუსეთს დასავლური სანქციების უარყოფითი ზეგავლენისგან თავის დაღწევაში დაეხმარება, კერძოდ, ის შეეცდება რუსეთმა შეამციროს დამოკიდებულება დასავლეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე. იგი ზედამხედველობას გაუწევს პროცესს, რომ ქვეყანაში იმპორტის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ჩანაცვლება მოხდეს. მას დიდი ხანია პოლიტიკაში ერთ-ერთ მთავარ როლზე მოიაზრებენ და ეს შეიძლება ამ მხრივ მისი გამოჩენის პირველ ნიშნადაც ჩაითვალოს.
აღსანიშნავია, რომ თანათავმჯდომარის ახალ პოზიციაზე მისი წარდგენის დროს, მეწარმეთა კავშირმა თავი აარიდა იმის ხსენებას, რომ ის პუტინის ქალიშვილია.
ყოფილი როკ-ენ-როლის მოცეკვავე კატერინა ვლადიმერ პუტინისა და ყოფილი პირველი ლედის, ლუდმილას რიგით მეორე ქალიშვილია. ის მაშინ დაიბადა, როდესაც მამამისი გერმანიაში KGB-ს ჯაშუში იყო. დედა, ლუდმილა კრივონოგიხი ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი რუსული ბანკის თანამფლობელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია. აღსანიშნავია, რომ პუტინი არცერთ თავის ქალიშვილზე საჯაროდ არასდროს საუბრობს.
