რუსეთი მხარს უჭერს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპის განხორციელებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე დღეს, 30 ივნისს განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და ყველას უფლების პრაქტიკაში განხორციელებას. რუსეთი ღიაა დიალოგისთვის სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების შენარჩუნებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში სიტუაციის გასაუმჯობესებლად. რუსეთი შეეცდება შექმნას უფრო დემოკრატიული სამყარო, რომელშიც გარანტირებული იქნება ყველა ხალხის უფლებები და კაცობრიობის კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების დაცვა" _ თქვა პუტინმა.