,,გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სასამართლო რეფორმის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობას დაესწრება. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ნაწილში იმედი არ აქვს, რომ რაიმე ეფექტიანი ქმედება განხორციელდება, თუმცა პროცესს დააკვირდება, რათა გაიგოს როგორ თუ უყურებს ,,ქართული ოცნება“ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას.
,,სასამართლოს ნაწილში არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რაიმე ეფექტიან ქმედებას განვახორციელებთ. ჩემი მიზანი დაკვირვებაა პროცესის, რომ ადამიანებს ვუთხრა, რას ვაკეთებთ, როგორ უყურებს ,,ქართული ოცნება“ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას და, შესაბამისად, მინდა მქონდეს ინფორმაცია, რომ კრიტიკა კვალიფიციურად შევძლო. დეპოლარიზაციის ჯგუფში მონაწილეობის დიდი სურვილი მაქვს, ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფია ჩემთვის. ასევე, დეოლიგარქიზაციასაც მინდა ცალი თვალით შევხედო. ოპოზიციის იმედი მაქვს, რომ სხვა გზას არ დაუტოვებს ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ დეპოლარიზაციაზე სერიოზულად იფიქროს“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.