,,გირჩის“ წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას განცხადებით, შალვა პაპუაშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობაზე უარს ამბობს, არ იციან რას აკეთებენ და მათ არც საპირისპირო არგუმენტი აქვთ.
,,ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, შალვა პაპუაშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ. მინდა, რაღაცნაირად გავაჟღერო „ქართულ ოცნებასთან“ თუ „ნაცმოძრაობასთან“ ჩემი პოზიცია, რეალურად თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიზაცია. სულ ორი რამეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ ვიმოძრაოთ - საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ჩემი აზრით, არ იციან, რას აკეთებენ. ისინი საპირისპირო არც არგუმენტს ამბობენ და არც რაიმე გეგმის შესახებ გვეუბნებიან რამეს. ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, სანამ გამომაგდებენ ჩვენი კოლეგები. წინა შეხვედრაზე მიწვეული არ ვიყავი“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.