დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკას აქვეყნებს. მათი მონაცემებით, 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, საქართველოში 511 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 7 პაციენტი.
ბოლო ერთ კვირაში გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი. ჩატარდა 103 529 ტესტი.
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.49%.